საცალო გაყიდვები
მაღაზიათა ქსელების, ჰიპერმარკეტებისა და სხვა ნებისმიერი ზომისა და ტიპის საცალო ვაჭრობის მქონე კომპანიებისათვის წარმოგიდგენთ პროგრამულ მომსახურებას, სადაც საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია შტრიხ-კოდის ამომცნობი აპარატის (სკანერის) საშუალებითაც.
რეგისტრაცია და ორგანიზაციის გახსნა
სამუშაო ეტაპი იწყება მომხმარებლის რეგისტრაციით - პორტალზე retail.gss.ge, რომელსაც გააჩნია ქართული, ინგლისური და რუსული ინტერფეისი, ხოლო ინფორმაციის შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ ენაზე.
რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია ორგანიზაციების გახსნა და სხვა მომხმარებლების (ასევე რეგისტრირებული პირები) მოწვევა თითოეულ ორგანიზაციაში სამუშაოდ. ყოველ მომხმარებელს, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად აქვს განსაზღვრული უფლებები და საშუალებები. კერძოდ:
‘ადმინისტრატორი’ – სტატუსის მომხმარებელს შეუძლია ორგანიზაციების გახსნა. მათში მომხმარებლების მოწვევა და უფლებების განაწილება;
‘მთავარი მენეჯერი’ – სტატუსით ყველაზე მაღალი ფიგურაა და შესაბამისად სარგებლობს შეუზღუდავი უფლებებით. მას შეუძლია საცალო გაყიდვების საქმიანობის სრულად აწყობა და კონტროლი;
‘საწყობის-მაღაზიის მენეჯერი’ – კონკრეტულ მაღაზიაში კურირებს ყოველდღიურ საქმეს, აკონტროლებს სალაროს გახსნისა და დახურვის ოპერაციებს, ‘მოლარისთვის’ გასცემს უფლებას არასტანდარტული ოპერაციების (საქონლის გაუქმება სამუშაო მაგიდიდან, საქონლის უკან დაბრუნება, შეცვლა და ა.შ.) ჩატარებაზე;
‘მოლარე’ – უშუალოდ ახორციელებს საცალო გაყიდვებს, მისთვის განსაზღვრული გაყიდვის ობიექტიდან;
საწყისი მონაცემების შეტანა
ორგანიზაციის გახსნისა და მომხმარებლებზე უფლებების განაწილების შემდეგ, ორგანიზაციაში იხსნება სალაროების, მაღაზიებისა და საქონლის ბარათები. სალაროსთან შესაძლებელია ბანკის ტერმინალების დაკავშირება.
საქონლის ბარათების გახსნა და საწყისი ნაშთების დასმა შესაძლებელია განხორციელდეს ერთიანად იმპორტის სახით, ‘MS Excel’ ფაილიდან, RS.GE-ზე არსებული სასაქონლო ზედნადებებიდან (მიღებული და გაცემული) და პროგრამიდან SuperFin (პროგრამასთან SuperFin კავშირის საშუალებები ქვევით იქნება განხილული).
სამუშაო პროცესი
სამუშაო დღე იწყება სალაროს გახსნით და სრულდება მისი დახურვით, რა დროსაც მოწმდება ნაღდი ფულის ნაშთი და ფიქსირდება მოლარე. სალაროს გახსნის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება საწყობის-მაღაზიის მენეჯერს და მისგან დასტურის მიღების შემდეგ, მოლარეს ეძლევა ‘საცალო გაყიდვის’ ოპერაციების შესრულების საშუალება.
მოლარე ასრულებს მხოლოდ სტანდარტულ ოპერაციებს, რომლებიც არ საჭიროებს მაღაზიის მენეჯრის ინფორმირებას, ხოლო სხვა ოპერაციების შემთხვევაში, როგორიცაა, საქონლის ფასის შეცვლა, საქონლის დაბრუნება, შეცვლა, წაშლა, სალაროდან თანხის გაცემა, ინკასაცია და ა.შ., მოლარე ახდენს საწყობის-მაღაზიის მენეჯერის ინფორმირებას და მისგან დასტურის მიღების შემთხვევაში ასრულებს ოპერაციებს (მენეჯერის ინფორმირება და დასტურის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, მენეჯერის სალაროსთან მიუსვლელად).
‘საცალო გაყიდვის’ ოპერაციაში საქონლის არჩევა/ძებნა შესაძლებელია, როგორც შტრიხ-კოდის ამომცნობი აპარატის გამოყენებით, ასევე კოდის ან დასახელების კლავიატურიდან შეტანით.
თანხის მიღება შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. აქედანვე შესაძლებელია სასაქონლო ქვითრის ბეჭდვა და საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკის ბეჭდვა.
‘საცალო გაყიდვის’ ოპერაციებიდან შემოსული თანხები თავს იყრის ‘სალაროს მოძრაობის’ ფანჯარაში, სადაც ასევე ჩანს სხვადასხვა მიზნით სალაროში შეტანილი და გატანილი თანხებიც, რაც სალაროს მოძრაობისა და ნაშთის კონტროლის საშუალებას იძლევა.
სალაროს დახურვისას, საწყობის-მაღაზიის მენეჯერს ასევე ეგზავნება ინფორმაცია: დღის ნავაჭრის, გაცემული თანხების და საბოლოო ნაშთის შესახებ. გადამოწმების და დაზუსტების შემდეგ საწყობის-მაღაზიის მენეჯერის ავტორიზაციის საფუძველზე იხურება სალარო.
ბრუნვისა და ნაშთების მართვა
‘საქონლის ბრუნვის’ ფანჯარაში ნებისმიერ მომენტში ჩანს საქონლის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია: შემოსავალი, გასავალი, საწყისი და ბოლო ნაშთები მაღაზიების მიხედვით.
საქონლის მოძრაობისა და ამონაწერის ფილტრაცია შესაძლებელია საბუთების მიხედვითაც, მაგალითად: რამდენი არის მიღებული, გაცემული, ჩამოწერილი, გადატანილი სხვა მაღაზიაში ან უკან დაბრუნებული.
ანგარიშგება / რეპორტინგი - (გამოვა მალე)
პროგრამაში შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერი სახის ანგარიშგება ინფორმაციის სხვადასხვა ჭრილში მისაღებად. მაგ: მინიმალური ნაშთების კონტროლი, საცალო პუნქტზე ყველაზე გაყიდვადი ბრენდის იდენტიფიცირება, ტოპ გაყიდვადი და ნაკლებად გაყიდვადი საქონლის ანალიზი, საწყობში პროდუქტის აუცილებელი მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა, დაბრუნებული თუ შეცვლილი პროდუქციის მონიტორინგი და სხვა მრავალი სახის ანგარიშგებების მიღება.
გარდა ამისა, მენეჯერების მიერ შესაძლებელია ინფორმაციის გამოწერა და შესაბამისი ანგარიშგებები დღის ბოლოს ავტომატურად გაიგზავნება ელექტრონული ფოსტით. შედეგად, ხელმძღვანელი პირები და მენეჯერები, პროგრამაში შეუსვლელად და დაგვიანების გარეშე, დეტალურად ფლობენ მათთვის პერიოდულად საჭირო ინფორმაციას.
კავშირი პროგრამასთან 'SuperFin'
‘საცალო გაყიდვის’ ორგანიზაცია შესაძლებელია დაკავშირებულ იქნას პროგრამაში SuperFin არსებულ ორგანიზაციასთან და მათ შორის მოხდეს ინფორმაციის გაცვლა/შედარება.
კავშირის საფუძველზე, პროგრამაში SuperFin შესაძლებელია ‘საცალო გაყიდვის’ ორგანიზაციის სალაროებისა და მაღაზიების ბარათების ჩამოტვირთვა, რის შემდეგაც, თითოეული მათგანისათვის განისაზღვრება საბუთების ჩამოტვირთვის პარამეტრები მაგალითად: სალაროსათვის – სალაროს ანგარიში, საცალო ვაჭრობის ანგარიში და ბანკის ტერმინალის ანგარიშები, ხოლო მაღაზიისათვის – საწყობი.
საბუთების ჩამოტვირთვის პარამეტრების განსაზღვრის შემდეგ, ‘საცალო ვაჭრობის’ პროგრამაში გატარებული ‘საცალო გაყიდვის’ საბუთები შესაძლებელია ერთიანად დაიმპორტდეს პროგრამაში SuperFin, გასავლის ზედდებულების სახით.
უახლესი ტექნოლოგიები
ინფორმაცია დაცულია დამატებითი ძალისხმევისა და ყურადღების გარეშე. სამუშაო პროცესში არასდროს არის საჭირო პროგრამის ინსტალაცია ან პერეინსტალაცია
'საცალო ვაჭრობის პროგრამა' მუშაობს cloud სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, რაც საცალო გაყიდვების ხელმძღვანელებს და მენეჯერებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ადგილიდან მართონ და აკონტროლონ პროცესები.
აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებისას პროგრამის მუშაობის სიჩქარე უტოლდება Google-ს მუშაობის სიჩქარეს. ამიტომ ერთდროულად შეუზღუდავი ოდენობის მომხმარებელს შეუძლია მუშაობა და ამ დროს სერვერი არ გადაიტვირთება. Google - სერვისების გამოყენება კი, იძლევა ულიმიტო ინფორმაციის უსწრაფესად დამუშავების შესაძლებლობას.
უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს ის, რომ პროგრამაში გატარებული ინფორმაცია ინახება Google-ის რამოდენიმე ათას სერვერზე და იგი დაცულია ინტერნეტ სივრცეში ისეთი მაღალი სტანდარტებით, როგორსაც აწვდის - G-Mail, Google Doc, Google Drive, Google+... რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინფორმაციის დაკარგვის საშიშროება ფაქტიურად არ არსებობს, რადგან უზრუნველყოფილია Google-ის სერვერების მსგავსი გარანტირებული დაცვით. დამატებით შესაძლებელია ინფორმაციის ჩამოტვირთვა და შენახვა ლოკალურ კომპიუტერზე ან სხვა სახის გარე მატარებლებზე.
cloud სისტემის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ აღარ არის საჭირო ძვირფასი კომპიუტერების/სერვერებისა და მათი მოვლისთვის აუცილებელი აპარატურის (UPS-დენის მუდმივი წყაროები, DataStorage-ები მონაცემების არქივაციის მოწყობილობები და ა.შ.) შეძენისათვის ხარჯის გაწევა.
ასევე აღარ არის საჭირო, საინსტალაციო პროგრამებით სარგებლობასთან დაკავშირებული დროისა და ხარჯების გაწევა (ინსტალაცია, პერეინსტალაცია, განახლება და ა. შ.). შესაბამისად, ძვირადღირებული IT თანამშრომლების შრომა ბევრად რაციონალური და ეფექტური არის.